„ფეხბურთში მესის საქმე დასრულებულია" - პსჟ-ს ქომაგები ლეოს აკრიტიკებენ
Aa
Aa

„ფეხბურთში მესის საქმე დასრულებულია" - პსჟ-ს ქომაგები ლეოს აკრიტიკებენ

„ბაიერნთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, პსჟ-ს ფეხბურთელებს დიდი კრიტიკა ხვდათ წილად. განსაკუთრებით კი ლეო მესის.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ მოძრაობს ნეიმარი უბურთოდ და პრესინგის თამაშს ცდილობს. ამ დროს კადრი ლეოზე გადადის და არგენტინელი უბრალოდ მისეირნობს, ზედმეტად თავს არ იწუხებს.

ამ კადრების ხილვის შემდეგ, პარიზელთა ქომაგებმა მესის კრიტიკა დაიწყეს:

„მოედანზე მესის პოვნა შეუძლებელია. დიდი პატივისცემა ნეიმარს, რომელიც გუნდზე მეტს ზრუნავს. მას ვერც კი დაადანაშაულებ“.

„ამ ერთმა მომენტმა ნეიმარი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აქცია“.

„ფეხბურთში მესის საქმე დასრულებულია. ახლა ის მხოლოდ ხასიათის მიხედვით თამაშობს“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მესის პსჟ-დან წასვლის შესახებ აქტიურად იწერება. ლეო კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აჭიანურებს და თანხმობას აგვიანებს. ფრანგული პრესა კი წერს, რომ არგენტინელმა პარიზის დატოვება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას არ ვიცნობდი, გაოცებული ვარ“ - აინტრახტის მწვრთნელი ხვიჩაზე
„მას არ ვიცნობდი, გაოცებული ვარ“ - აინტრახტის მწვრთნელი ხვიჩაზე