ნეიმარი
Aa
Aa

Le Parisien: ჩელსი ნეიმარის სანაცვლოდ 60 მილიონს იხდის

ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი იტყობინება, რომ ლონდონის „ჩელსი“ ზაფხულში ნეიმარის შეძენას შეეცდება.

წყაროს თანახმად, „ჩელსის“ მფლობელი ტოდ ბოელი ლანჩზე პარი სენ-ჟერმენის მფლობელს ნასერ ალ-ხელაიფის შეხვდა. საუბრის თემა ნეიმარის ტრანსფერი იყო. ინგლისურ კლუბს ბრაზილიელის დამატება სურს, პსჟ კი წინააღმდეგი არაა მას მისაღებ ფასად შეელიოს.

როგორც Le Parisien-ი წერს, „ჩელსი“ მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ეს მისაღები თანხაა. იმის გათვალისწინებით, რომ ნასერ ალ ხელაიფი გუნდში დიდი ტრიოს დაშლას გეგმავს, ეს ტრანსფერი სავსებით შესაძლებელი ხდება.

მესი-მბაპე-ნეიმარის ტრიოდან გუნდში დარჩენის ყველაზე ნაკლები შანსი ბრაზილიელს აქვს. პსჟ მას გაყიდვას გასულ წელსაც უპირებდა, თუმცა ფეხბურთელმა ამაზე უარი თავად თქვა.

მიმდინარე სეზონში 31 წლის ნეიმარმა 28 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედის შესაძენად ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანიც იბრძოლებს
მანჩესტერ იუნაიტედის შესაძენად ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანიც იბრძოლებს