ლუის ენრიკე, გრემ პოტერი
Aa
Aa

პოტერის გაშვება რეალური ხდება - ვინ ჩაანაცვლებს მას

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელებმა შესაძლოა, საკადრო ცვლილებები გაატარონ. ბრიტანული და ესპანური გამოცემების ინფორმაციით, არის შანსი, „არისტოკრატებმა“ გრემ პოტერი გაუშვან და მის ნაცვლად ლუის ენრიკე დანიშნონ.

„ლურჯებს“ რთული პერიოდი უდგათ და გულშემატკივრების იმედებს ვერ ამართლებენ. ლონდონელებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დიდი თანხა დახარჯეს, მაგრამ „ფულემთან“ გამართულ შეხვედრაში, ვერაფერი გაახერხეს და პოტერის შესაძლო წასვლაზე საუბარი სწორედ ლონდონური დერბის შემდეგ დაიწყო.

ცნობისთვის, ენრიკე ბოლოს ესპანეთის ნაკრებში მუშაობდა და „ფურია როხას“ მსოფლიო ჩემპიონატზე გაუძღვა, სადაც მაროკოს ნაკრებთან, თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. მუნდიალის შემდეგ, მან ესპანელთა თავკაცის პოსტი დატოვა და შესაძლოა, საკლუბო ფეხბურთს დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდეს.

52 წლის სპეციალისტს საუკეთესო პერიოდი „ბარსელონაში“ ჰქონდა, რომელთან ერთადაც, ტრებლი მოიგო. საინტერესოა, რომ „ჩელსის“ ქომაგთა შორის, ამ ინფორმაციას ორგვარი გამოხმაურება მოჰყვა და გულშემატკივართა უმრავლესობა ენრიკეს დანიშვნის წინააღმდეგ წავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა და ოსიმენი ნეაპოლს სკუდეტოსკენ მიუძღვებიან“ - Marca
„კვარა და ოსიმენი ნეაპოლს სკუდეტოსკენ მიუძღვებიან“ - Marca