ტოჩინოშინი, ჰაცუ ბაშო
Aa
Aa

ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო შეწყვიტა

ტოჩინოშინისთვის 2023 წლის პირველი სუპერტურნირი უიღბლო გამოდგა. ლევან გორგაძემ გუშინ, მე-13 მაეგაშირა კოტოშოჰოს წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და ტურნირის ნაადრევად შეწყვეტა მოუწია.

გაირკვა, რომ ქართველ სუმოისტს მარცხენა მხარი ამოუვარდა. ექიმებმა ტოჩინოშინს სამედიცინო დახმარება მაშინვე აღმოუჩინეს და მხარი ჩაუსვეს, თუმცა დამატებითმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქართველი რიკიში ბაშოზე ასპარეზობას ვეღარ გააგრძელებდა.

შესაბამისად, ლევან გორგაძეს ტურნირის დარჩენილ შეხვედრებში წაგება ჩაეთვლება და სამწუხაროდ ტურნირს უარყოფით ბალანსზე დაასრულებს.

აქამდე, ტოჩინოშინის ბალანსი 2:2-ზე იყო, თუმცა ვინაიდან ქართველი გოლიათი ტურნირს ჩაეხსნა, დღეს მას უკვე პირველი ავტომატური წაგება ჩაეწერა და შესაბამისად, ბალანსიც 2:3-ზე გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაჯერებელი გამარჯვება - ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მეორედ მოიგო
დამაჯერებელი გამარჯვება - ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მეორედ მოიგო