მანჩესტერ იუნაიტედი, მარკუს რაშფორდი, უეინ რუნი
Aa
Aa

რუნის შედეგი გაიმეორა - რაშფორდი იუნაიტედის ისტორიაში ჩაეწერა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ წარმატებულ სვლას აგრძელებს. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი FA Cup-ზე „ევერტონს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. ეს დაპირისპირება მარკუს რაშფორდისთვის ისტორიული გამოდგა.

ინგლისელმა თავდამსხმელმა „კანფეტებს“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუტანა და ახალი ისტორია დაწერა. მარკუსი უეინ რუნის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც „მანჩესტერის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად მიყოლებით 7 საშინაო მატჩში შეძლო გოლის გატანა.

შეგახსენებთ, რომ რაშფორდს გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა და თავისი საუკეთესო ფიზიკური ფორმისგან საკმაოდ შორს იყო. ამის გამო კი ის ჯერ სულშერმა, შემდეგ, რანგნიკმა, ხოლო ბოლოს ტენ ჰაგმა(სეზონის საწყის ეტაპზე) სათადარიგოთა სკამზე დასვა.

ბოლო პერიოდში კი 25 წლის შემტევმა თამაში გამოასწორა და ნიდერლანდელი სპეციალისტი გაცილებით მეტ სათამაშო დროს აძლევს. რაშფორდმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვიპროსული კარიერა არ შედგა - ჩისკო ანორთოსისიდან გაუშვეს
კვიპროსული კარიერა არ შედგა - ჩისკო ანორთოსისიდან გაუშვეს