ბენფიკა, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ენცო ფერნანდესი
Aa
Aa

ენცოზე ნადირობა გამოცხადდა - ჩელსი 130 მილიონ ევროს იხდის

არგენტინელი ნახევარმცველი, ენცო ფერნანდესი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენაა. „ბენფიკას“ ფეხბურთელი უყურადღებობას არც მუნდიალის დაწყებამდე განიცდიდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატი ენცოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. დიდი შანსია, რომ 21 წლის ნახევარმცველი პორტუგალიურ კლუბს 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს და კარიერას რომელიმე ევროპულ ტოპ-კლუბში გააგრძელებს.

ცნობილი პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ „ბენფიკას“ 130 მილიონი ევრო გადაუხადოს. სააგენტოს ცნობით, „არისტოკრატებმა“ პორტუგალიელებს ოფიციალური შეთავაზებითაც მიმართეს.

„ჩელსი“ არაა ერთადერთი კლუბი, რომელიც არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს. ასევე იწერება, რომ ენცოს ყიდვით მადრიდის „რეალიცაა“ დაინტერესებული და ფლორენტინო პერესი მზად არის 120 მილიონი ევროს გადასახდელად.

საბოლოოდ, ყველაფერი თავად ფერნანდესზე იქნება დამოკიდებული. პორტუგალიური მედიის ცნობით, „ბენფიკას“ პრეზიდენტს, რუი კოშტას ფეხბურთელთან რამდენჯერმე ჰქონდა საუბარი და იმედოვნებს, რომ ენცო კლუბში მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, „ბენფიკა“ 21 წლის ფეხბურთელს წასვლაში ხელს არ შეუშლის.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა „ბენფიკაში“ ჩატარებულ 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ენცო ფერნანდესი ცოტა ხნის წინ არგენტინის ნაკრებთან ერთად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ტურნირის დასრულების შემდეგ, 21 წლის ნახევარმცველი მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პროვოკატორი და საძულველი არგენტინელი“ - ფრანგულმა გამოცემებმა მარტინესი გააკრიტიკეს
„პროვოკატორი და საძულველი არგენტინელი“ - ფრანგულმა გამოცემებმა მარტინესი გააკრიტიკეს