ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„გაფუჭებული პენალტის გამო ორი ღამე არ მეძინა“ - ვან დაიკი

ნიდერლანდების ნაკრებისა და „ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა ბრიტანულ მედიასთან მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალში, არგენტინის ნაკრებთან მარცხი გაიხსენა.

30 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ პენალტების სერიაში გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის გამო ორი ღამის განმავლობაში არ ეძინა.

რა თქვა ვან დაიკმა:

იმ თამაშის შემდეგ ორი დღე ვერ დავიძინე. ლოგიკურია, რომ იმედგაცრუებული დავრჩი. იმის მიუხედავად, რომ 2:0-ს ვაგებდით, ნახევაფინალში გასვლასთან მაინც ძალიან ახლოს ვიყავით. სამწუხაროდ, გადამწყვეტ დროს ასეთი მნიშვნელოვანი პენალტი ვერ გავიტანე. ძალიან რთული საღამო და ღამე იყო.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში საფეხბურთო საღამოს მოვწყდი და ოჯახთან ერთად გატარებული დროით ვისიამოვნე. ცხოვრებაში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის 1/4 ფინალში ნიდერლანდების ნაკრები არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ, 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი არგენტინამ 4:3 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფრანგებო, შეწყვიტეთ ტირილი“ - არგენტინელებმა საპასუხო პეტიცია შექმნეს
„ფრანგებო, შეწყვიტეთ ტირილი“ - არგენტინელებმა საპასუხო პეტიცია შექმნეს