ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, რაფინია, ლაიპციგი, დანი ოლმო
Aa
Aa

ბარსელონამ რაფინიას გაყიდვა გადაწყვიტა - ჩავის ოლმო უნდა

კატალონიის „ბარსელონაში“ დიდი ცვლილებები იგეგმება. ესპანური მედიის ინფორმაციით, არც ჩავი და არც ლაპორტა რაფინიას თამაშით კმაყოფილები არ არიან და 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მის გაყიდვას აპირებენ.

თავად ფეხბურთელმა კი დრო ითხოვა. მაგალითად კი ვინისიუს ჯუნიორის შემთხვევა მოიყვანა. ახალგაზრდა ბრაზილიელმა „რეალში“ თავდაპირველად ფეხი ვერ მოიკიდა და მას მაინც უდიდესი ნდობა გამოუცხადეს. რაფინია კი სწორედ ამ ფაქტზე მიუთითებს.

Goal-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესს საკუთარი გუნდის რიგებში დანი ოლმოს ხილვა სურს. ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ „ლაიპციგის“ შემტევი უნივერსალური ფეხბურთელია და შეტევის ნებისმიერ ფლანგზე შეუძლია თამაში.

ამავე წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდის სახელფასო ლიმიტი შევსებულია და ახალი ტრანსფერის განხორციელება იქამდე იქნება შეუძლებელი სანამ ვინმეს არ გაყიდიან. თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ რაფინია სწორედ ოლმოს ტრანსფერს შეეწიროს.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ბრაზილიელი გარემარბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძინა და მასზე დიდი იმედები დაამყარა, თუმცა რაფინიამ ჯერჯერობით იმედები ვერ გაამართლა. 18 მატჩი, 2 გოლი და 4 საგოლე პასი - ასეთია 26 წლის ფეხბურთელის სტატისტიკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზამორანო: “ალვარესი მბაპეზე და ჰოლანდზე სრულყოფილია“
ზამორანო: “ალვარესი მბაპეზე და ჰოლანდზე სრულყოფილია“