კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, უეინ რუნი
Aa
Aa

რუნი: „რონალდუ ღიად აცხადებს, რომ საუკეთესოა, მესი კი უფრო გუნდზე და ტიტულებზეა ორიენტირებული“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ კრიშტიანუ რონალდუზე და ლიონელ მესიზე ისაუბრა. ინგლისელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მესისა და რონალდუს განსხვავებული მიდგომა აქვთ, მაგრამ ერთმანეთი სჭირდებოდათ, რათა წარმატებისთვის მიეღწიათ.

„ლეოთი და კრიშტიანუთი აღფრთოვანებული ვარ. რონალდუ ღიად აცხადებს, რომ საუკეთესოა და სურს, ნომერ პირველი იყოს, მესი კი ამბობს, რომ უფრო მეტად გუნდზე და იმ ტიტულებზეა ფოკუსირებული, რომელთა დასაკუთრებაც სურს. ამ შემთხვევაში, არასწორი ან სწორი მიდგომა არ არსებობს და ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები თავიანთი თავის მოტივირებას სხვადასხვანაირად ახდენენ.

ახლა რონალდუს რთული პერიოდი უდგას და თან 37 წლისაა, მაგრამ მას და მესის ისეთი მიღწევები აქვთ, რომ მგონია, ვერასდროს ვიხილავთ ფეხბურთელს, რომელიც ამას გაიმეორებს. რაღაც კუთხით, მათ ერთმანეთი სჭირდებოდათ და ვეჭვობ, გულის სიღრმეში ეს კონკურენცია სიამოვნებას ანიჭებთ. როცა კრიშტიანუ რეალში გადავიდა, ისინი ერთმანეთს ბიძგს აძლევდნენ. შაბათს რონალდუს გაჰქონდა ორი გოლი, მეორე დღეს კი იმავეს მესი აკეთებდა და ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ, რომ ბევრად რთული სიმაღლეები დაელაშქრათ“.

შეგახსენებთ, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთს სძლია, რონალდუ კი მუნდიალს მეოთხედფინალში, მაროკოსთან გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თამაშში დაბრუნება შეგვიძლია!“ - რა უთხრა მბაპემ თანაგუნდელებს ფინალის შესვენებაზე
„თამაშში დაბრუნება შეგვიძლია!“ - რა უთხრა მბაპემ თანაგუნდელებს ფინალის შესვენებაზე