კილიან მბაპე, უეინ რუნი
Aa
Aa

რუნი მბაპეზე: თუ უნდა, რომ მესისა და რონალდუს დონეზე ავიდეს, პსჟ უნდა დატოვოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად, ამერიკული MLS-ის კლუბ „DC იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, უეინ რუნი კილიან მბაპეს პსჟ-ს დატოვებას ურჩევს.

ვეტერანი ინგლისელი მიიჩნევს, რომ სხვა შემთხვევაში ფრანგი ფეხბურთელი რონალდუს და მესის დონეს ვერ მიაღწევს.

რას ამბობს რუნი:

ვფიქრობ, მბაპემ პსჟ უნდა დატოვოს და პრემიერ ლიგაში წავიდეს. პსჟ დიდი კლუბია, მაგრამ კილიანმა ლიგა 1-ში უკვე ყველაფერს მიაღწია. ალბათ, „მანჩესტერ იუნაიტედში“, ან მადრიდის „რეალში“ უნდა გადავიდეს.

თუ მას სურს, რომ მესის და რონალდუს დონეზე ავიდეს, მაშინ აუცილებლად ამ კლუბებში უნდა წავიდეს.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს, კლიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინას შეხვდა და პენალტების სერიაში დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, დამატებით ტაიმებში კი გუნდებმა ერთმანეთის კარში თითო-თითო ბურთი გაიტანეს. „მამლების“ მხრიდან სამივე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა. ამასთან, 24 წლის ფეხბურთელი ტურნირის ბომბარდირიც გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, პენალტი საეჭვო იყო - LEquipe-ი მსაჯს აკრიტიკებს
გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, პენალტი საეჭვო იყო - LEquipe-ი მსაჯს აკრიტიკებს