პორტუგალია, ფერნანდუ სანტუში, მაროკო
Aa
Aa

სანტუში: “მაროკოს კედელი ვერ დავანგრიეთ“

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა. მაროკოს ნაკრებმა პორტუგალიას 1:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ვალიდ რეგრაგი გახდა პირველი აფრიკელი მწვრთნელი, რომელიც მუნდიალის ამ ეტაპზე იასპარეზებს.

მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა სანტუშმა?

„ჩვენთვის, ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. გუნდი თვითდაჯერებული და ბედნიერი იყო, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ვემშვიდობებით. ფეხბურთელებმა ბევრი იმუშავეს, მაგრამ პირველ ტაიმში ფანტაზიის კუთხით პასიურები ვიყავით. მაროკოს კედელი ვერ დავანგრიეთ. ბევრი მომენტი შევქმენით და გოლი აქეთ მივიღეთ.

მეორე ტაიმში გაცილებით წინ ავედით, რადგან მაროკო დაცვაში ჩადგა. ბოლოს ძალიან ვნერვიულობდით. ყველაფერს სწრაფად ვაკეთებდით და სიზუსტის ხარისხმა მოიკლო. გაცილებით მეტის გაკეთება შეგვეძლო. მიუხედავად ამისა, პორტუგალიას შესანიშნავი თაობა ჰყავს და მომავალში ყველაფერი სხვანაირად იქნება. ჩვენი გეგმა ფინალში გასვლა და გამარჯვება იყო.“

შეგახსენებთ, რომ მატჩში ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე ენ ნესირმა გაიტანა. სანტუშის შეგირდები ბევრს ცდილობდნენ, არაერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ ანგარიშს გათანაბრება ვერ შეძლეს და მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მაროკო - აფრიკის სიამაყე“ - უცხოური მედიის გამოხმაურება
“მაროკო - აფრიკის სიამაყე“ - უცხოური მედიის გამოხმაურება