ლუკა დონჩიჩი, კატარი 2022
Aa
Aa

მოდრიჩი: ჩვენი რწმენა წარმოუდგენელია

ლუკა მოდრიჩმა ბრაზილიასთან სენსაციური გამარჯვების შემდეგ, პრესასთან თავისი ემოციების შესახებ ისაუბრა.

„როცა მათ გოლი გაიტანეს კინაღამ დავმარცხდით, ამასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ყველა ფიქრობდა, რომ ჩვენ მუნდიალზე გამოსვლა დავამთავრეთ, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ არასდროს ვნებდებით. ჩვენი რწმენა წარმოუდგენელია.

მატჩი ფრედ დავასრულეთ და პენალტების სერიაში დარწმუნებულები ვიყავით. წინა მატჩში იაპონიას პენალტებით მოვუგეთ, ასე რომ, რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობა გვქონდა. როცა სერიას გოლით იწყებ და ერთ-ერთი მეტოქე დარტყმას აფუჭებს, თავდაჯერებულობას იძენს.

რასაკვირველია, მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩვენზე ფსონი არავინ დადო, ან არ ეგონათ, რომ ასე შორს წავიდოდით. მთავარია, ჩვენ გვქონდა რწმენა, ნდობა და ისევ გვყავს ნამდვილი გუნდი, ძალიან კარგი ახალგაზრდობით. ასეთი გამარჯვება მეტ ნდობას მოგვცემს იმის მიმართ, რაც წინ გველოდება“,

- განაცხადა ხორვატიის ნაკრების 37 წლის კაპიტანმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატია ნახევარფინალში არგენტინას დაუპირისპირდება. მატჩი 13 დეკემბერს 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პენალტების სერიას არ ვიმსახურებდით“ - რა თქვეს სკალონიმ და ვან გაალმა მატჩის შემდეგ
„პენალტების სერიას არ ვიმსახურებდით“ - რა თქვეს სკალონიმ და ვან გაალმა მატჩის შემდეგ