უშუ, საბა ბუთხუზი
Aa
Aa

საბა ბუთხუზის ოქროს მედალი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

უშუში, ინდონეზიის ქალაქმა ტანგერანგმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლა. 12-15 წლის ასაკში, 56 კგ. წონით კატეგორიაში საბა ბუთხუზმა ბრწყინვალედ იასპარეზა. ბუთხუზმა 1/4-ფინალში საუდის არაბეთის წარმომადგენელს სძლია, ნახევარფინალში კანადელი მეტოქე დაამარცხა, ფინალში კი ჩინეთის წარმომადგენელ მაკაოს აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციიის პრესსამსახური წერს: „გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, მწვრთნელებს, გიორგი ცისკარაულს, ლაშა სუმბულაშვილს და დავით კუჭავას. მადლობა ფედერაციის ხელმძღვანელებს. ეს გამარჯვება ერთობლივი გუნდური სწორი მუშაობის შედეგია, ჩვენ ერთი გუნდი ვართ“.

საქართველოს დელეგაცია უშუს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოკეტე, თორემ სახეს აქვე დაგილეწავ“ - თოფურია პიმბლეტს დაუპირისპირდა
„მოკეტე, თორემ სახეს აქვე დაგილეწავ“ - თოფურია პიმბლეტს დაუპირისპირდა