სერხიო რამოსი, ესპანეთის ნაკრები, მაროკოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ - რამოსმა ესპანელები გაამხნევა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრები მაროკოს შეხვდა და პენალტების სერიაში დამარცხა, რის შედეგადაც ტურნირს გამოეთიშა.

„ესპანეთის ფიასკოს შემდეგ, ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად პსჟ-ს მოთამაშემ, სერხიო რამოსმა თავისი თანამემამულეები გაამხნევა.

დღეს მე უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ოდესმე. ვამაყობ ჩვენი დროშით, ვამაყობ ჩვენი ქვეყნით და ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით.

ესპანეთი არ აგებს, ესპანეთი სწავლობს. ესპანეთი ეცემა, ფეხი დაუცდება, მაგრამ ყოველთვის წამოდგება და ლიდერთა შორის დარჩება. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით. Vamos Espana!“ - წერს რამოსი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ, 0:0 მორჩა, პენალტების სერიაში კი მაროკომ 3:0 გაიმარჯვა. „ფურია როხადან“ პენალტის ზუსტად შესრულება ვერც ერთმა ფეხბურთელმა შეძლო. პაბლო სარაბიამ ბურთი ძელს გაარტყა, სერხიო ბუსკეტსისა და კარლოს სოლერის დარტყმა კი ბონომ მოიგერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“100%-ით დავიხარჯეთ“ - ენრიკე მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ
“100%-ით დავიხარჯეთ“ - ენრიკე მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ