შვეიცარიის ფეხბურთელთა ნაკრები, სერბეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„მოკალით ალბანელები“ - სერბების სამარცხვინო საქციელი მუნდიალზე

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი სკანდალი ვიხილეთ. G ჯგუფის დასკვნით ტურში, შვეიცარიისა და სერბეთის ნაკრებების მატჩის დროს სერბი გულშემატკივრები რასისტული შეძახილებით გამოირჩეოდნენ. The Guardian Observer-ის ინფორმაციით, რასისტული შეძახილები შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელების, გრანიტ ჯაკასა და შერდან მისამართით იყო.

როგორც მოგეხსენებათ, სერბეთს კოსოვოსთან აქვს დაძაბული ურთიერთობა, ეს ორი ფეხბურთელი კი წარმოშობით სწორედ კოსოვოდანაა.

ერთ-ერთი კოსოვოში დაბადებული ალბანელი გულშემატკივრის, ჰასან რაჰმანი, რომელიც კატარში შვეიცარიის ნაკრების მხარდასაჭერად ჩავიდა, ამბობს, რომ მას სტადიონთან ალბანეთის დროშა ჩამოართვეს, თუმცა საპირისპიროდ, სერბ გულშემატკივრებს ნაციონალისტური ბანერების შეტანის უფლება მიეცათ. მისივე თქმით, სერბები სკანდირებდნენ შეძახილს - „მოკალით ალბანელები“.

ცნობისთვის, ფიფა უკვე იძიებს საქმეს სერბი გულშემატკივრების საქციელზე, რომლებმაც ერთ-ერთ თამაშზე გამოიტანეს დროშა, სადაც კოსოვო სერბეთის ტერიტორიის ნაწილადაა გამოსახული. ასევე, სერბმა ფეხბურთელებმა შვეიცარიის წინააღმდეგ თამაშში, გასახდელში შეიტანეს დროშა, რომელზეც ეწერა - „ჩვენ არ ვნებდებით“. ფიფა გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებითაც აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალზე აღარ იმსაჯებს - დანიელ ზიპერტი დაისაჯა
მუნდიალზე აღარ იმსაჯებს - დანიელ ზიპერტი დაისაჯა