ესპანეთი, ლუის ენრიკე, იაპონია
Aa
Aa

ენრიკე: “იაპონიისთვის ბურთის წართმევა რთულია“

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთი იაპონიას უპირისპირდება. მატჩის წინ, „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ენრიკემ?

„შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით. წინ ჯერ კიდევ 1 ვარჯიში გვაქვს დარჩენილი და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტ ვინ ითამაშებს. ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. მერვედფინალში გასვლის შანსი ოთხივე გუნდს აქვს. გვსურს ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დავასრულოთ და მეოთხედფინალში ბრაზილია ვიხილოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე ნაკრები პირველ პოზიციას დაიკავებს.

ბრაზილია ყოველთვის ფავორიტი იქნება, მაგრამ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გსურს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება უნდა შეგეძლოს. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება იმას ნიშნავს, რომ სხვებზე უკეთესები აღმოვჩნდით. გავი და როდრი დავასვენე, რადგან ძალიან გადატვირთულები არიან, თუმცა იაპონიასთან ითამაშებენ.

ანსუ ფატი ბოლო ფეხბურთელია, რომელიც შემტევ ხაზში შევარჩიე. არ ვიყავი დარწმუნებული წავიყვანდი, თუ არა მას. ნაკრებში 8 შემტევი სტილის ფეხბურთელი მყავს და თითოეულის იმედი მაქვს. ისინი კატარში ტყუილად არ იმყოფებიან. იაპონია ძალიან კარგად მუშაობს. ისინი სწრაფები არიან და გამუდმებით პრესინგს მიმართავენ. მინდა მათი ნახევარდაცვა გამოვყო. მათთვის ბურთის წართმევა ძალიან რთულია.“

შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ ესპანეთს 4 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. 3-3 ქულა აქვთ იაპონიას და კოსტა რიკას, ხოლო 1 ქულით ბოლო პოზიციას გერმანია იკავებს. ესპანეთისა და იაპონიის დაპირისპირება 1 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კატარი პირველი მასპინძელი გუნდია, რომელმაც მუნდიალი 0 ქულით დაასრულა
კატარი პირველი მასპინძელი გუნდია, რომელმაც მუნდიალი 0 ქულით დაასრულა