რობერტო მარტინესი, ბელგიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ფეხბურთელები თავიდანვე წაგების შიშით თამაშობდნენ“ - მარტინესი მაროკოსთან მარცხზე

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფის მე-2 ტურში მაროკოს ნაკრებმა ბელგია დამაჯერებლად, 0:2 დაამარცხა და პირველი 3 ქულა ჩაიწერა.

შეხვედრაში ანგარიში 73-ე წუთზე საბირიმ გახსნა, მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე კი აბუხლალმა ბელგიელთა კარში მეორე გოლი შეეგდო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა მარტინესმა:

ვფიქრობ, იმიტომ დავმარცხდით, რომ ფეხბურთელები წაგების შიშით თამაშობდნენ. უბრთოდ უფრო კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ბურთის ფლობით სიამოვნებას ვერ იღებდნენ, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

როგორც წესი, ჩვენი გუნდი შეტევით ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ახლა შემართებაც არ იგრძნობოდა. შესაძლოა, ეს ჩვენთვის მძიმე ტვირთიც იყოს.

რაც შეეხება აზარს, გეგმა იყო, რომ 60 წუთი ეთამაშა. მის წარსულს პატივი უნდა ვცეთ. მას ძლიერი თამაში ჰქონდა. ალბათ, ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიის ნაკრებთან თამაშის შემდეგ საუკეთესო, რაც კი მინახავს.

2 ტურის შემდეგ F ჯგუფში ბელგია 3 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. რობერტო მარტინესის გუნდი დასკვნით ტურში ხორვატიის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 1 დეკემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰიმნი შეასრულა და შეცვალეს - უცნაური შემთხვევა მუნდიალზე
ჰიმნი შეასრულა და შეცვალეს - უცნაური შემთხვევა მუნდიალზე