„უსამართლობა საქართველოს მისამართით“ - Guardian-ი ბორჯღალოსნებზე წერს
Aa
Aa

„უსამართლობა საქართველოს მისამართით“ - Guardian-ი ბორჯღალოსნებზე წერს

„საქართველო და პორტუგალია ამტკიცებენ, რომ მსოფლიო რაგბის ტექტონიკური ფილების განლაგება იცვლება“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Guardian-ი და საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული გუნდების წარმატებულ ასპარეზობაზე გვესაუბრება.

„დაივიწყეთ ინგლისის დრამატული გამარჯვება ოლ ბლექსთან და ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების მიერ მსოფლიო რაგბის რეიტინგში წინსვლა. ამის ნაცვლად, აავსეთ ჭიქა პორტუგალიური ან ქართული ღვინით, რათა იზეიმოთ ორი ისტორიული შედეგი, რომელთა შემდეგაც, საერთაშორისო რაგბის მომავალ სტრუქტურასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა.

პორტუგალიის ნაკრების ჯარიმა ბოლო წამებზე და სტილი, რომლითაც საქართველომ უელსს სძლია. მონუმენტური შერკინება ბორჯღალოსნებისგან და ისტორიული გამარჯვება კარდიფში. გააერთიანეთ ეს ორი და ნახავთ, რომ მსოფლიო რაგბის ტექტონიკური ფილების განლაგება იცვლება.

ხუთშაბათს, ახალი ტურნირის საკითხზე შეხვედრა გაიმართება. იდეა მარტივია. ექვსი ერის ქვეყნებს ავსტრალია, არგენტინა, ფიჯი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და იაპონია შეუერთდებიან და 12-გუნდიანი ტურნირი შეიქმნება, რომელიც 2026 წლიდან გაეშვება და იმ წლებში ჩატარდება, როცა მსოფლიო ჩემპიონატი არ იქნება. ამ ინიციატივის ავტორები ემხრობიან იდეას, რომ 2030 წლამდე 12-გუნდიანი ფორმატი უცვლელი დარჩეს და პლეიოფები არ იყოს, რაც ქართველებისთვის სრული უაზრობაა. თუ მათ უელსისა და იტალიის დამარცხება შეუძლიათ, ხალხი მართლა ამბობს, რომ ისინი საკმარისად მაღალი დონის არ არიან? ან არ იმსახურებენ ექვს ერში შესვლას? ქართული ამბავი სხვადასხვა დონეზე იქმნება და შესაძლოა, რუსეთის მეზობლობისთვის საუკეთესო მომენტი არ იყოს, მაგრამ ბორჯღალოსნების პროგრესი უფრო და უფრო აშკარა ხდება. 20 წლის დავით ნინიაშვილი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მორაგბეა და დაწინაურებას ქართველი არბიტრი, ნიკა ამაშუკელიც იმსახურებს.

იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ბიძგი მივცეთ, ბორჯღალოსნები 2023 წლის პირველ ორ შეხვედრას გერმანიისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ. იმის ნაცვლად, რომ უელსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, იგივე კალიბრის მეტოქეს შეხვდნენ, ბორჯღალოსნებს ბრწყინვალე მომენტის მსოფლიო ჩემპიონატამდე გაგრძელების საშუალება არ აქვთ. ეს უსამართლობად გვეჩვენება და მართლაც ასეა. წარმოიდგინეთ, რომ საქართველომ საფრანგეთში წარმატებას მიაღწია და მისმა შერკინებამ ავსტრალიასთან სენსაცია გამოაცხო. ამ უკანასკნელმა იტალიასთან წააგო და გამორიცხული ნამდვილად არაა, საქართველოსთან სასურველი შედეგი ვერ დააფიქსიროს. თუ ასე მოხდა, საქართველო ფიჯიზე და პორტუგალიაზე წინ იქნება და ბოლო ტურში ნაცნობ უელსს დაუპირისპირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამორიცხული არაა, ბორჯღალოსნები ჯგუფიდან მარცხის გარეშე გავიდნენ და ეს მეორე ტიერის წარმომადგენელი გუნდის სტატუსით გააკეთონ, რაც ზემოთ ხსენებული ტურნირის გამო, მომდევნო 7 წელი არ შეიცვლება. ეს მინიმუმ ალოგიკურია და მაისაშვილს მობეზრდა ერთი და იგივე არგუმენტის გამეორება“, - წერს Guardian-ი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა უელსი 13-12 დაამარცხა და მსოფლიო რაგბის რეიტინგში ერთი ნაბიჯით დაწინაურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კამავინგა ბენზემაზე: გუნდი ისე დატოვა ვერც გავიგეთ, ძალიან გაბრაზებული იყო
კამავინგა ბენზემაზე: გუნდი ისე დატოვა ვერც გავიგეთ, ძალიან გაბრაზებული იყო