კარიმ ბენზემა, ედუარდო კამავინგა, საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

კამავინგა ბენზემაზე: გუნდი ისე დატოვა ვერც გავიგეთ, ძალიან გაბრაზებული იყო

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო კარიმ ბენზემა გამოტოვებს. 35 წლის ფრანგმა ფორვარდმა კოჭის ტრავმა ერთ-ერთი სავარჯიშო პროცესის დროს მიიღო, რის გამოც მისი მუნდიალზე თამაში გამოირიცხა.

საფრანგეთის ნაკრები კატარში პირველ თამაშს დღეს, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრამდე 1 დღით ადრე კი „მამლების“ ნახევარმცველმა, ედუარდო კამავინგამ კლუბსა და ნაკრებში მის თანაგუნდელზე ისაუბრა.

რა თქვა კამავინგამ:

არ დამინახავს ბენზემამ ვარჯიში როგორ დატოვა. მან ტრავმა ორმხრივი თამაშის დროს მიიღო. შემდეგ გამოკვლევებზე წავიდა, მაგრამ გვიანი იყო და ყველას გვეძინა.

მეორე დილით გავიგეთ ახალი ამბები. მისი არყოფნა მტკივნეულია, მაგრამ ჩვენი მიზნები არ იცვლება. მალე პირველი მატჩი გველის და ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი.

ვერ გავიგეთ როდის დატოვა შეკრება, რადგან ყველას გვეძინა და დილით ადრე წავიდა. მას შემდეგ მასთან მიმოწერა მაქვს. როცა გაიგო, რომ ტურნირს გამოტოვებდა, ძალიან გაბრაზებული იყო.

ბუნებრივია, მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია, რომელიც იბრძოლებს მათთვის, ვისაც თამაშის შესაძლებლობა ვერ მიეცა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებების შეხვედრა დღეს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. ავსტრალიის გარდა, დიდიე დეშამის გუნდი დანიისა და ტუნისის ნაკრებებსაც შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: “ეს ჩემი ოცნების ასრულების ბოლო შანსია“
მესი: “ეს ჩემი ოცნების ასრულების ბოლო შანსია“