ჯეკ გრილიში
Aa
Aa

ბავშვს ეს არასდროს დაავიწყდება - გრილიშის ღირსეული საქციელი

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში ინგლისის ნაკრები ირანს დაუპირისპირდა და ძალიან მარტივად 6:2 გაანადგურა. ამ ბრწყინვალე გამარჯვების ფონზე, სპორტულ მედიაში საკმაოდ სასიამოვნო ვიდეო გავრცელდა.

ვიგებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი ჯეკ გრილიში გულშემატკივარ ბავშვს გაესაუბრა და ჰკითხა, თუ როგორ აღენიშნა გოლი გატანის შემთხვევაში. პატარა ბიჭუნამ მოძრაობით ამის იმიტაცია გააკეთა. ჯეკი კი მას დაჰპირდა, რომ თუ გაიტანდა აუცილებლად ასეთ სტილში აღნიშნავდა.

27 წლის ნახევარმცველი ირანთან მატჩში მინდორზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. გოლი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. საინტერესო ის გახლავთ, რომ გრილიშმა სიტყვა შეასრულა და გოლი ზუსტად ისე აღნიშნა, როგორც პატარა გულშემატკივარს დაჰპირდა.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ტურში ინგლისი ამერიკას შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება 25 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტივი გამარჯვება - ინგლისმა ირანს შანსი არ დაუტოვა
მარტივი გამარჯვება - ინგლისმა ირანს შანსი არ დაუტოვა