ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

“ევროპელებმა ბოდიში უნდა მოიხადონ იმისთვის, რასაც 3000 წელი აკეთებდნენ“

FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ევროპელების მხრიდან კატარის კრიტიკაზე ისაუბრა.

„ევროპელები სხვებს ბევრ, ბევრ გაკვეთილს ასწავლიან. მე ვარ ევროპელი. მე ვფიქრობ, რომ რასაც ჩვენ ევროპელები მთელ მსოფლიოში ბოლო 3 ათასი წლის განმავლობაში ვაკეთებთ, ამისთვის მომდევნო 3 ათასი წელი ბოდიში უნდა მოვიხადოთ, სანამ სხვა ადამიანებს ზნეობას ვასწავლიდეთ.

ვინ ზრუნავს რეალურად მუშებზე? ფიფა, ფეხბურთი, მსოფლიო ჩემპიონატი და, გულწრფელად რომ ვთქვათ, კატარიც. რამდენიმე დღის წინ ვიყავი ღონისძიებაზე, სადაც ავუხსენით რას ვაკეთებთ შშმ პირებისთვის ამ მსოფლიო ჩემპიონატზე.

აქ ამ პრესკონფერენციაზე 400 ჟურნალისტი შეიკრიბა, ის ღონისძიება კი 4-მა ჟურნალისტმა გააშუქა. მსოფლიოში 1 მილიარდი შშმ პირია. ეს არავის ადარდებს. მათ პრობლემებზე საუბრისას მხოლოდ ოთხი ჟურნალისტი მოვიდა.

ევროპას შეუძლია იგივე გააკეთოს მიგრანტ მუშებთან მიმართებითაც, როგორც ამას კატარი აკეთებს. შექმენით რამდენიმე არხი, რამდენიმე ლეგალური არხი, რომლითაც ამ მუშათა ნაწილი ევროპაში მოვა. ცოტას გამოიმუშავებდნენ, მაგრამ სამსახურს, მომავალს, იმედს მიიღებდნენ“,

- განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: მე და მესი ფინალში? ეს თუ მოხდა კარიერას მაშინვე დავასრულებ
რონალდუ: მე და მესი ფინალში? ეს თუ მოხდა კარიერას მაშინვე დავასრულებ