კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

რონალდუ: მესი ჯადოსნური მოთამაშეა - ტენ ჰაგი პატივს არ მცემს ისე როგორც ვიმსახურებ

კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებისა და ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების შემდეგ, პრესასთან საკმაოდ ბევრი ისაუბრა. იმ ცნობილი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, „რონიმ“ ჟურნალისტებთან ბევრ საინტერესო თემაზე გააკეთა კომენტარი.

ამჯერად პორტუგალიელი ლეო მესისადმი მის დამოკიდებულებას შეეხო:

„მესი საოცარი, ჯადოსნური მოთამაშეა. 16 წელია მასთან ერთად სცენას ვიზიარებ, წარმოგიდგენიათ? 16 წელი!

მე მასთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს. ჩვენ არ ვმეგობრობთ - იმ გაგებით, რომ ერთმანეთის მოსანახულებლად არ დავდივართ, ტელეფონზე არ ვსაუბრობთ. არა, ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორც თანაგუნდელთან.

მე დიდ პატივს ვცემ იმას, თუ როგორ ლაპარაკობს ყოველ ჯერზე მესი ჩემზე“,

- ციტირებს რონალდუს სიტყვებს Sky Sports-ი.

კრიშტიანუმ „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა, როცა მან მოედანი ნაადრევად დატოვა და გასახდელში ჩავიდა. პორტუგალიელმა ტენ ჰაგი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„კარგი, შენ არ მათამაშებ მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ (ბოლო წუთებზე არ შეუშვა) ჩემი კარიერის პატივისცემის გამო და გინდა ტოტენჰემის წინააღმდეგ სამი წუთით მათამაშო? ეს უაზრობაა.

მიმაჩნია, რომ ეს თავის მართლებაა, თუ როგორც მან ახსნა, რატომ არ შემიშვა მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ სათამაშოდ. არ მინდა მისი კრიტიკა. მას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი. ის ირჩევს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდისთვის საუკეთესოდ მიაჩნია.

ტენ ჰაგი პატივს არ მცემს ისე, როგორც ამას ვიმსახურებ. მაგრამ ეს არის ის, რაც არის. ალბათ სწორედ ამიტომ წავედი გასახდელში ნაადრევად (ტოტენჰემთან მატჩში)“,

- ამბობს რონალდუ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მართლა დაგვცინიან“ - კატარში ყალბი გულშემატკივრები გამოჩნდნენ
„მართლა დაგვცინიან“ - კატარში ყალბი გულშემატკივრები გამოჩნდნენ