მსოფლიო ჩემპიონატი 2022, კატარი 2022
Aa
Aa

„მართლა დაგვცინიან“ - კატარში ყალბი გულშემატკივრები გამოჩნდნენ

კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 3 დღე რჩება და ბუნებრივია, გულშემატკივართა ინტერესიც სულ უფრო იზრდება.

2022 წლის მუნდიალი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იქნება. იმის გარდა, რომ ტურნირის საორგანიზაციო სამუშაოებს ათასობით მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინტერნეტ-სივრცეში თითქმის ყოველდღიურად გხვდება სხვადასხვა სახის ვიდეოები, თუ ფოტოები, რომელშიც ასახულია როგორ ირღვევა ადამიანთა უფლებები.

ამის გარდა, თამაშებზე დასწრების მსურველებს ბილეთის საყიდლად კოლოსალური თანხის გადახდაც მოუწევთ, რის გამოც ვარაუდობენ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რაოდენობის გულშემატკივარი დაესწრება. ხოლო მათ, ვინც კატარში ჩასვლას გადაწყვეტს, სხვადასხვა სახის არაერთი შეზღუდვა დახვდება.

ამ აკრძალვების გათვალისწინებით, სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეოები და ფოტოები, რომლებშიც ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ტოპ-გუნდების გულშემატკივრები არიან ნაჩვენები. ქომაგები დოჰას ქუჩებში მხიარულობენ და ეროვნული ნაკრებების მისამართით მხარდაჭერას გამოხატავენ. ისინი სხვადასხვა ქვეყნის გუნდების მაისურებში არიან გამოწყობილნი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გულშემატკივრები თავისი ეთნიკურობით და იერით მკვეთრად განსხვავდებიან ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მოსახლეობისგან. ამის გამო, ტურნირის ორგანიზატორებს სოციალურ ქსელში ამ ქვეყნების მოქალაქეებმა მწვავედ გააკრიტიკეს და გულშემატკივრების ამ ჯგუფებს ყალბი უწოდეს.

„ყალბ გულშემატკივრებთან“ დაკავშირებით დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც ისაუბრა:

რას თქვა კასპერ იულმანმა:

ეს ყველაფერი სასაცილოა, თეატრალურ წარმოდგენას ჰგავს. თუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს მოხტუნავე ბედნიერი ხალხი ინგლისის, დანიის ან რომელიმე სხვა ქვეყნის  გულშემატკივარია, მაშინ მართლა დაგვცინიან. ეს არის თეატრი.

მოგვიანებით, კატარის წარმომადგენლებმა კრიტიკას უპასუხეს და განაცხადეს, რომ ეს გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატზე არაკვალიფიცირებული ქვეყნების მოქალაქეები არიან, რომელიც დოჰაში საყვარელი ნაკრებების საქომაგოდ ჩავიდნენ. მათი თქმით, ვიდეოებში მყოფი ადამიანები ინდოელები, პაკისტანელები, არაბები და აფრიკელები არიან, რომლებიც კატარში ტურნირისთვის სპორტული ობიექტების მშენებლობაშიც იღებდნენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს, ფინალური მატჩით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ესპანეთი, გერმანია..“ - ნეიმარმა მუნდიალის 5 ფავორიტი დაასახელა
“ესპანეთი, გერმანია..“ - ნეიმარმა მუნდიალის 5 ფავორიტი დაასახელა