კრიშტიანუ რონალდუ, ანტონიო კასანო
Aa
Aa

კასანო რონალდუს: მესი არ ხარ, რომ იჯდე და ისე ითამაშო, კარიერის დასრულების დროა

იტალიის ნაკრების, „რომასა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფორვარდი, ანტონიო კასანო კრისტიან ვიერის პოდკასტის (Bobo TV) ხშირი სტუმარია, სადაც ძირითადად (მეტწილად) ან კრიშტიანუ რონალდუს აკრიტიკებს ან ხვიჩა კვარაცხელიას აქებს. ამჯერადაც, იტალიელმა „რონის“ კარიერის დასრულება ურჩია.

„რონალდუს არ აქვს გამბედაობა აღიაროს, რომ სამი წელია ის არ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. წელს ის სპორტინგში უნდა გადასულიყო და კარიერა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაესრულებინა.

ის მწვრთნელებისთვის პრობლემად იქცა და თანაგუნდელებს უსიამოვნებებს უქმნის. მან ბენზემას ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, არც კი დაურეკა და მიულოცა.

რონალდუს ჰგონია, რომ 50 წლამდე შეუძლია თამაში. ძვირფასო კრიშტიანუ, ნება მომეცით გითხრათ ეს: დაე, მსოფლიო ჩემპიონატი იყოს თქვენი დიდი ფინალი. შეწყვიტე ისტერია და სკანდალები, არ იფიქრო, რომ უმაღლეს დონეზე თამაში მაინც შეგიძლია.

მას აქვს არაპროპორციულად დიდი ეგო, მაგრამ ის არ არის მესი, რომელსაც შეუძლია ფეხბურთის თამაში თუნდაც ჯდომისას. რონალდუ ამ ყველაფერს ფიზიკურად ვერ უმკლავდება. და ის ამტკიცებს, რომ თავის ეგოიზმს ყოველთვის ყველაფერზე მაღლა აყენებს“,

- თქვა კასანომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 მატჩი ყველა დროის რეკორდამდე - არგენტინა კვლავ დაუმარცხებელია
1 მატჩი ყველა დროის რეკორდამდე - არგენტინა კვლავ დაუმარცხებელია