ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

FIFA: გთხოვთ, არ დაუშვათ ფეხბურთის ჩათრევა რაიმე იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ დავაში

ფიფამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს სთხოვა, რომ ყურადღება გაამახვილონ ფეხბურთზე და არა პოლიტიკაზე.

Sky Sports-ის ცნობით, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და ფიფას გენერალურმა მდივანმა ფატმა სამურამ ტურნირის მონაწილე გუნდებს წერილი მისწერეს.

„გთხოვთ, მოდი ფეხბურთზე გავამახვილოთ ყურადღება! ჩვენ ვიცით, რომ ფეხბურთი ვაკუუმში არ არსებობს. ჩვენ ასევე გვესმის, თუ რამდენი პოლიტიკური სირთულეა მსოფლიოში. მაგრამ გთხოვთ, არ დაუშვათ ფეხბურთის ჩათრევა რაიმე იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ დავაში.

ჩვენ ფიფაში ვცდილობთ პატივი ვცეთ ყველა აზრს და რწმენას და არ ვცდილობთ, რომ დანარჩენ მსოფლიოს მორალი წავუკითხოთ.

ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი მრავალფეროვნებაა. თუ სიტყვა „ჩართვა“ რაიმეს ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ ამ მრავალფეროვნებას პატივი უნდა სცენ. არც ერთი კულტურა და ერი არ არის „უკეთესი“ ვიდრე სხვა.

ეს პრინციპი არის ურთიერთპატივისცემისა და არადისკრიმინაციის საფუძველი. და ეს არის ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება. ასე რომ, გთხოვთ, გავიხსენოთ ეს ყველაფერი და მივცეთ საშუალება ფეხბურთს ამ ყველაფრის ცენტრში მოექცეს.

კატარში ყველას მიესალმებიან, განურჩევლად წარმოშობისა, რელიგიისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ ეროვნებისა“,

- ნათქვამია წერილში.

აღსანიშნავია, რომ წერილის ტექსტში არ არის ნახსენები ინგლისის, უელსის და კიდევ ექვსი ევროპული გუნდის ინიციატივა, რომლებსაც სურთ, რომ მათი კაპიტნები მოედანზე LGBT სამკლავურებით გამოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკალონი: მესის სიტყვა უფრო მეტად იწონის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანის
სკალონი: მესის სიტყვა უფრო მეტად იწონის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანის