მემფის დეპაი
Aa
Aa

ბარსა ეჭვობს, რომ დეპაი მუნდიალის გამო მინდორს განზრახ არ უბრუნდება

მემფის დეპაიმ ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს მიღებული ტრავმა თითქმის მოირჩინა, თუმცა ნიდერლანდელი ძირითად გუნდთან ჯერაც არ დაბრუნებულა. კლუბში კი ეჭვობენ, რომ ნიდერლანდელი ამას განზრახ აკეთებს.

ესპანური As-ის ცნობით, დეპაი მოედანზე დაბრუნებას შეგნებულად არ ცდილობს, ის ტრავმას ჯერაც იმიზეზებს და ამას მსოფლიო ჩემპიონატის გამო აკეთებს. მემფისს არ სურს, რომ გარისკოს და დაზიანება ისევ მიიღოს, რაც შესაძლოა მუნდიალის გამოტოვებად დაუჯდეს.

სექტემბრის ბოლოს 28 წლის თავდამსხმელს ბარძაყის ბიცეფსის ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს. ელოდნენ, რომ მას 1 თვე გაუცდებოდა, მაგრამ მემფისი დასაბრუნებლად მზად ჯერაც არ არის.

As-ის ცნობით, „ბარსელონაში“ უკვე გაუმყარდათ ეჭვები, რომ დეპაი ამას მსოფლიო ჩემპიონატის წინ რისკების თავიდან ასაცილებლად აკეთებს. ჯერჯერობით უცნობია მოიმოქმედებს, თუ არა კლუბი რაიმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს დამამცირებელია, ტენ ჰაგი რონალდუს პატივს არ სცემს“
“ეს დამამცირებელია, ტენ ჰაგი რონალდუს პატივს არ სცემს“