მილანი, ჩემპიონთა ლიგა, ზალცბურგი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“ენერგიების დაზოგვას არ ვაპირებთ“ - პიოლი ზალცბურგთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „მილანი“ „ზალცბურგს“ უმასპინძლებს. ფრის შემთხვევაში, „როსონერი“ მერვედფინალში გავა, ხოლო თუ წააგებს ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს. მატჩის წინ, სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა პიოლიმ?

„აქ ყოფნა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, ეს დავიმსახურეთ. მერვედფინალში გასვლა ჩვენი მთავარი მიზანია. გუნდმა კარგად იცის, თუ როგორ გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი და მძიმე მატჩები ჩავატარეთ. „ტორინოსთან“ წაგებით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ, როგორც ტონალიმ აღნიშნა, ხვალინდელ მატჩზე სრული კონცენტრაცია გვაქვს.

მოედანზე ფრისთვის არ გავალთ. ენერგიების დაზოგვას არ ვაპირებთ. მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. კომპაქტურად და გაწონასწორებულად უნდა შევუტიოთ, რადგან „ზალცბურგი“ კონტრ-შეტევებზე საკმაოდ სახიფათო გუნდია. ლეაო „ტორინოსთან“ წაგებით იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ, როდესაც მე ის უკანასკნელად ვნახე იღიმოდა და კარგ ხასიათზე იყო.“

ცნობისთვის, ჯგუფს 10 ქულით „ჩელსი“ ლიდერობს, „მილანი“ 7 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ზალცბურგი“ 6 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება ზაგრების „დინამოს“ ხორვატიული კლუბი 4 ქულით ცხრილის ბოლო საფეხურზეა.

შეგახსენებთ, რომ „ზალცბურგისა“ და „მილანის“ წინა დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ხოლო მომავალი მატჩი 2 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუარესის დუბლი ფინალში - ნასიონალი ურუგვაის ჩემპიონია
სუარესის დუბლი ფინალში - ნასიონალი ურუგვაის ჩემპიონია