ხერარდ პიკე, ინიგო მარტინესი
Aa
Aa

ბარსას პიკესთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს - მისი შემცვლელი უკვე იპოვეს

ხერარდ პიკემ შესაძლოა „ბარსელონა“ ვადაზე ადრე დატოვოს. კლუბი მასთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე მუშაობს.

როგორც ცნობილია, პიკეს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში სრულდებოდა, თუმცა მხარეებს მისი გადახედვა სურდათ და თითქოს შეთანხმებას წინ არაფერი ედგა, მაგრამ პიკეს გარემოცვამ ბოლო მომენტში პოზიცია შეცვალა.

„ბარსას“ გუნდის ვეტერანებთან ალბასთან, ბუსკეტსთან და პიკესათან ხელფასის შემცირებაზე შეთანხმება სურდა, თუმცა ზაფხულში ეს ვერ მოახერხეს და ამის იმედი სეზონის მსვლელობისას ჰქონდათ, მაგრამ როგორც ჩანს საქმე არც ისე მარტივად არის.

Sport-ის ცნობით, აქედან გამომდინარე კლუბს სურს, რომ პიკესთან კონტრაქტი გაწყვიტოს და ეს სასურველია იანვარშივე მოხდეს. რამდენად დათანხმდება ამას ფეხბურთელი, ეს რთული სათქმელია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება პიკეს ახალ გუნდზე, თუ ის ასეთს მოძებნის. „ბარსას“ მისი შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს - ინიგო მარტინესი „ბილბაოდან“ სეზონის ბოლოს „კამპ ნოუზე“ უფასოდ გადავა.

მიმდინარე სეზონში თავად პიკეს მოლოდინებიც ვერ გამართლდა. ის გუნდის ღრმა რეზერვისტია და როცა თამაში მოუწია, მოედანზე მისმა ქმედებებმა გუნდი დააზარალა და ქომაგების მხრიდან დიდი აგრესიაც გამოიწვია. ფეხბურთელი ამჟამინდელი ყოფით უკმაყოფილოა და შესაძლოა მალე გუნდიც დატოვოს. ყველაფერი იანვარში გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფეხს დავუდებ და წავაქცევ“ - მოურინიო კვარაცხელიაზე
“ფეხს დავუდებ და წავაქცევ“ - მოურინიო კვარაცხელიაზე