საბა ასანიძე
Aa
Aa

U20 ევროპის ჩემპიონატი: საბა ასანიძის 2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი

ალბანეთში ძალოსანთა შორის მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ კატეგორიაში დღეს ფიცარნაგზე ორი ქართველი წარსდგა.

საბა ასანიძემ 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

საბამ ატაცში 140/144/146 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. აკვრაში კი 175/182  კგ დააფიქსირა და ოქროს მედალოსანი გახდა. ასანიძემ ასევე ორჭიდის ჯამში უმაღლესი სინჯის მედალზე 328 კილოგრამი დააფიქსირა დაოქროს დაეუფლა.

ნიკოლოზ ესართიამ კი ატაცში 137/141 კგ. დაძლია და მე-6 ადგილს დასჯერდა. აკვრაში 171/177 დააფიქსირა და მე-4 შედეგი დააფიქსირა. ორჭიდის ჯამში კი 318 კგ ჰქონდა და მე-5 ადგილი ერგო.

შეგახსენებთ, რომ საბას ძმამ კახი ასანიძემ გუშინ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა 141/144/146 კგ. წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. კახის ოქროს მედლამდე სულ რაღაც 1 კგ დააკლდა. ასანიძემ აკვრაში შესანიშნავად იასპარეზა, 171/176 დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე, უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში დაგროვებული 322 კილოგრამითაც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის გეგმებში მისი გაყიდვა არ შედის“ - ფაბრიციო რომანომ ხვიჩაზე ისაუბრა
„ნაპოლის გეგმებში მისი გაყიდვა არ შედის“ - ფაბრიციო რომანომ ხვიჩაზე ისაუბრა