კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

რონალდუს გოლი, რომელიც უნდა ჩათვლილიყო - გულშემატკივრები მსაჯს დაუპირისპირდნენ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნიუკასლს“ უმასპინძლა და ვერ მოუგო. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ერთ-ერთი ეპიზოდი კი განსჯის საგანი გახდა.

48-ე წუთზე, „იუნაიტედი“ შეტევაში დაჯარიმდა. სტუმართა გუნდი ჩვეულებისამებრ გასათამაშებლად ემზადებოდა. შეხვედრის არბიტრმა სასტვენით თამაშის განახლების ნიშანი მისცა, რა დროსაც „ნიუკასლის“ მცველმა ბურთი მეკარეს დაუგორა.

პოუპი ბურთთან გაუნძრევლად იდგა. მას კი რონალდუ მიეპარა, ბურთი წაართვა და გაიტანა. რეალურად, ყველაფერი წესების დაცვით მოხდა, რადგან მსაჯს თამაში განახლებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, პოუსონმა გოლი არ ჩათვალა.


ვიდეოში მკაფიოდ ისმის მისი სასტვენის ხმა და აბსოლუტურად ვერავინ გაიგო, თუ რატომ არ ჩაითვალა გოლი. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამ საკითხზე ერიკ ტენ ჰაგმაც ისაუბრა:

„რთული გასაგები და აღსაქმელია რა მოხდა. კრიშტიანუმ წესების სრული დაცვით ითამაშა და მსაჯის გადაწყვეტილება არ მესმის.“

ჯერჯერობით, უცნობია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პოზიცია, თუმცა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოუსონს მწვავედ აკრიტიკებენ. გულშემატკივართა არმია თვლის, რომ გოლი უნდა ჩათვლილიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულის ქომაგები სიტის ავტობუსს თავს დაესხნენ
ლივერპულის ქომაგები სიტის ავტობუსს თავს დაესხნენ