Dream Day - მანჩესტერის ფეხბურთელებმა მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებს უმასპინძლეს
Aa
Aa

Dream Day - მანჩესტერის ფეხბურთელებმა მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებს უმასპინძლეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებმა ყოველწლიურ კამპანია Dream Day-ში მიიღეს მონაწილეობა და მძიმე და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაავადებების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს უმასპინძლეს. ღონისძიებაზე ძირითადი გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელი იყო და მათ ბიჭუნებსა და გოგონებს ოცნებები აუსრულეს.

ღონისძიების ფარგლებში, „მანჩესტერის“ სტუმრები კლუბის საწვრთნელ ბაზაზე, „კერინგტონზე“ მივიდნენ. ისინი ერიკ ტენ ჰაგის ბიჭების ვარჯიშს დაესწრნენ, შემდეგ კი თავიანთ გმირებს ავტოგრაფები გამოართვეს და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„კრიშტიანუ რონალდუ ვნახე! მისი საფირმო აღნიშვნა, „Siiuu“ ერთად შევასრულეთ და ამან ძალიან გამაბედნიერა“, - განაცხადა ერთ-ერთმა სტუმარმა, 10 წლის ჯოშიმ. „ვიცით, ასეთი დღეები ჩვენი კლუბისთვის რამდენს ნიშნავს. მანჩესტერში გადმოსვლის შემდეგ, ჩემთვის აშკარა გახდა, გულშემატკივრებისთვის რამდენს ვაკეთებთ და მსგავსი რაღაცები რამდენად მნიშვნელოვანია. ქომაგთა გაღიმება და გაბედნიერება ჩვენი მიზანია. ასეთი დღეები მოგვენატრა და შესანიშნავია, ამ ღონისძიების ჩატარების საშუალება რომ მოგვეცა“, - დასძინა ჰარი მაგუაიერმა.

სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ Dream Day „მანჩესტერის“ ყოველწლიური ღონისძიებაა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ის 2019 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფანების დაპირისპირება და მარცხი კონკურენტთან - ჩისკოს წარუმატებელი დებიუტი
ფანების დაპირისპირება და მარცხი კონკურენტთან - ჩისკოს წარუმატებელი დებიუტი