კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ MLS-ში? - მანჩესტერში თვლიან, რომ ზამთარში გუნდიდან არ წავა

უცხოურ პრესაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკვლავზე, კრიშტიანუ რონალდუზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ESPN-ის მტკიცებით, „ოლდ ტრაფორდზე“ დარწმუნებული არიან, რომ ზამთარში პორტუგალიელი გუნდს არ დატოვებს.

როგორც ირკვევა, მისი გადაბირებით არავინ ინტერესდება და მთავარი მიზეზი სწორედ. ესაა. ერთ-ერთი ვარიანტი ლონდონის „ჩელსია“, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და შესაძლოა, „ლურჯებმა“ პოზიცია შეიცვალონ, თუმცა ამის შანსი მცირეა.

საინტერესოა, რომ „არისტოკრატების“ გარდა, კიდევ ერთი კლუბის ვარიანტი გაჟღერდა. საუბარი MLS-ის წარმომადგენელს, „ინტერ მაიამის“ ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის მფლობელი, დევიდ ბექჰემი რონალდუს დაუკავშირდა და ზამთარში აშშ-ში გადასვლის პერსპექტივაზე გაესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერის“ ახალი თავკაცი, ერიკ ტენ ჰაგი რონალდუს მცირე სათამაშო დროს აძლევს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი პრემიერ ლიგის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. სამაგიეროდ, ევროპა ლიგის ორ შეხვედრაში სრულად ითამაშა, ერთში კი მოედანზე 80 წუთი გაატარა. გეტყვით იმასაც, რომ მისი „მანჩესტერის“ მომდევნო გაჩერება „გუდისონ პარკია“, სადაც „ევერტონს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს“ - კარერა და სიომინი კვარაზე
„შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს“ - კარერა და სიომინი კვარაზე