საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა

6 ოქტომბრიდან უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

ტურნირის დაწყებამდე 1 დღით ადრე ოფიციალური კენჭისყრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც შეჯიბრზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

ბიჭები:

-60 კგ. - ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობას D ჯგუფში დაიწყებს და პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკსა და ამერიკელ ადონის დიაზს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

-66 კგ. - პირველ წრეში დაისვენებს ვაჟა მარგველაშვილიც, მეორე წრეში კი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონის მეტოქე მაროკოელ აბდერაჰმანე ბაუშიტასა და თურქ მუჰამედ დემირელს შორის გამარჯვებული იქნება.

-74 კგ. - პირველ წრეში არ იჭიდავებს ლაშა შავდათუაშვილიც, რომელიც ზოგადად წონის ლიდერიცაა, მეორე წრეში კი ქართული ძიუდოს ლეგენდა შვეიცარიელ ნილს სტუმპსა და ტაჯიკ მუჰამადრაჰიმ სარახონოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

-81 კგ. - შავდათუაშვილის მსგავსად, წონის ლიდერია ტატო გრიგალაშვილიც, რომელიც ავტომატურად A ჯგუფის პირველ ნომრად განითესა. ახალგაზრდა ძიუდოისტი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი ფრანგ ალფა ომარ ჯალოსა და პოლონელ პაველ დრზიმალს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

-90 კგ. - ლაშა ბექაური ასპარეზობას B ჯგუფში დაიწყებს და პირველ წრეში ჭიდაობა არ მოუწევს, მეორე წრეში კი ავსტრალიელ ჰარისონ კასარსა და იაპონელ კოსუკე მაშიიამას შორის გამარჯვეულს შეერკინება. რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, 24 წლის ძიუდოისტი D ჯგუფის ლიდერია და ბექაურის მსგავსად, პირველი წრის გამოტოვება მოუწევს, მეორე წრეში კი ლიბანელ ჩარამნობ საგაიპოვსა და ესტონელ მატიას კუუსიკს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

-100 კგ. - აღნიშნულ წონაშიც ორი ქართველი იჭიდავებს და საგულისხმოა, რომ ორივეს პოტენციურ მეტოქეებად ხორვატი ძმები კურმიჩები შეხვდათ. ილია სულამანიძე B ჯგუფის ლიდერია და პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი გერმანელ დანიელ ჰერბსტსა და ხორვატ მარკო კუმრიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეორე წრიდან იჭიდავებს ვარლამ ლიპარტელიანიც, რომელიც პირველ შეხვედრაში ესტონელ გრიგორი მინასკინსა და ხორვატ ზლატკო კუმრიჩს შორის გამარჯვებულს შეერკინება.

+100 კგ. - პირველ შეხვედრაში გურამ თუშიშვილის მეტოქე რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუსა და სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს შორის გამარჯვებული იქნება.

გოგონები:

-57 კგ. - პირველ წრეში ეთერ ლიპარტელიანი დაისვენებს, მეორე წრიდან კი ჩინელ ქი ჩაისა და სერბ მარიშა პერიშიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

+78 - სოფიო სომხიშვილის პირველი მეტოქე კუბელი იდალის ორტისი იქნება.

რაც შეეხება გუნდურ ჩათვლას, საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ჩათვლაში შეხვედრები 6-12 ოქტომბერს გაიმართება, გუნდური შეჯიბრი კი 13 ოქტომბერს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბექაური vs მაისურაძე - ფავორიტები ერთმანეთის პირისპირ
ბექაური vs მაისურაძე - ფავორიტები ერთმანეთის პირისპირ