საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ილია მეორემ ძიუდოისტები დალოცა

დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

წასვლამდე ქართველი ფალავნები საპატრიარქოში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ესტუმრნენ. მისმა უწმინდესობამ ნაკრების წევრები დალოცა და მოახლოებულ ტურნირზე წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში 6-13 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

60 კგ. - ლუხუმ ჩხვიმიანი; 66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი; 73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი; 81 კგ. - ტატო გრიგალაშვილი; 90 კგ. - ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე; 100 კგ. - ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე; +100 კგ. - გურამ თუშიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძიუდოისტების მზადება მსოფლიოსთვის - ინტერვიუ ლაშა გუჯეჯიანთან
ძიუდოისტების მზადება მსოფლიოსთვის - ინტერვიუ ლაშა გუჯეჯიანთან