საკვალიფიკაციო ეტაპი - გოგონათა ნაკრები ლუქსემბურგთან დამარცხდა
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი - გოგონათა ნაკრები ლუქსემბურგთან დამარცხდა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის სასტარტო შეხვედრა ლუქსემბურგთან დათმო. სალომე ხუბულურის გუნდი ჯგუფის მასპინძლებთან 3:0 დამარცხდა. 

გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ნახევრის შემდეგ, ლუქსემბურგელებმა შარლოტა შმიტის მიერ 66-ე და 69-ე წუთებზე გატანილი გოლებით მოიპოვეს გადამწყვეტი უპირატესობა. 89-ე წუთზე შმიტმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

მომდევნო მატჩს საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები 7 ოქტომბერს, სომხეთის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“ - არშავინმა ხვიჩა შეაქო
„ნაპოლის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“ - არშავინმა ხვიჩა შეაქო