იუვენტუსი, ფედერიკო კიეზა
Aa
Aa

271 დღის შემდეგ - კიეზამ პირველად ივარჯიშა

ბოლო პერიოდში, ტურინის „იუვენტუსის“ გარშემო გამუდმებით ნეგატიური ინფორმაციები ვრცელდება. დღეს „ბიანკონერის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კი მეტად სასიამოვნო ამბავი გვამცნო.

როგორც ცნობილი გახდა, „ბებერი ქალბატონის“ და იტალიის ნაკრების ლიდერი ფედერიკო კიეზა ვარჯიშს დაუბრუნდა. ჯერჯერობით ახალგაზრდა შემტევი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, თუმცა ბოლო 15 წუთი გუნდთან ერთადაც გაისარჯა.

შეგახსენებთ, რომ კიეზამ ტრავმა 2022 წლის 10 იანვარს „რომას“ წინააღმდეგ მიიღო. ფედერიკომ ჯვარედინი მყესები დაიზიანა და ამის გამო დღემდე 271 დრე და 37 ოფიციალური შეხვედრა გამოტოვა.

ასევე გეტყვით, ტრავმირებულია პოლ პოგბა, რომელიც ტურინულ გრანდს მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რუსეთთან თამაში არ მინდა“ - ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების მცველის განცხადება
„რუსეთთან თამაში არ მინდა“ - ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების მცველის განცხადება