კილიან მბაპე, ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარი გაოცებულია - მბაპე კლუბის ხელმძღვანელებით უკმაყოფილოა

ფრანგულ პრესაში „პარი სენ-ჟერმენის“ გასახდელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. L'Equipe-ის ცნობით, კილიან მბაპესა და ნეიმარს შორის არსებული პრობლემები გამწვავდა და ფრანგს სურს, „ნეიმ“ გუნდი დატოვოს.

L'Equipe-ის მიხედვით, ლიონელ მესი მედიატორის როლს თამაშობს, მაგრამ არგენტინელის ქმედებები ჯერჯერობით უშედეგოდ რჩება. ეს ყველაფერი არაა. ფრანგული გამოცემის, RMC Sport-ის ინფორმაციით, მბაპე კლუბის ხელმძღვანელთა ქმედებებითაც უკმაყოფილოა.

როგორც ირკვევა, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებებისას, კილიანს დაჰპირდნენ, რომ შეტევის გასაძლიერებლად მსოფლიო დონის ცხრიანს დაიმატებდნენ. პარიზელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, რამაც მბაპე უკმაყოფილო დატოვა.

ცნობისთვის, ზაფხულში ფრანგულ გრანდს რობერტ ლევანდოვსკის, ჯანლუკა სკამაკასა და მარკუს რაშფორდს უკავშირებდნენ. რამდენიმე დღის წინ კი, კილიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრებში უკეთ თამაშობს, ვიდრე კლუბში, რადგან „მამლების“ რიგებში ისეთი ცხრიანი ასპარეზობს, როგორიც ოლივიე ჟირუა. სხვათა შორის, ამ ინფორმაციას ისიც ადასტურებს, რომ პარიზელთა თავკაცის, კრისტოფ გალტიეს თქმით, კლუბის მესვეურებს განსხვავებული ტიპის შემტევის ყიდვა უნდოდათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას კვარადონას ვეძახი“ - ზბიგნევ ბონეკმა ხვიჩაზე ისაუბრა
„მას კვარადონას ვეძახი“ - ზბიგნევ ბონეკმა ხვიჩაზე ისაუბრა