სპორტსმენთა ფორუმი და საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის ინიციატივით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით ჩატარდა სპორტსმენთა ფორუმი და საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი, რომელსაც დაესწრნენ სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის წევრები და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობიდან.
დამწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, აღნიშნული საგანმანათლებლო სემინარის მნიშვნელობაზე ისაუბრა და წარმატებები უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
ფორუმზე განხილული იქნა აქტუალური საკითხები - ოლიმპიური თამაშების, ოლიმპიური სისტემის ფორმირების, სუფთა სპორტის, სპორტსმენთა უფლება-მოვალეობების, ასევე სპორტსმენთა პოსტ-კარიერული პრობლემატიკის შესახებ.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა და ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურმა მდივანმა თეიმურაზ უკლებამ. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები ოლიმპიური მოძრაობის აქტუალურ საკითხებზე, უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.