რეალი, ატლეტიკო, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

“ეს არის ფილმი, რომლის დასასრულიც არავინ იცის!“ - სიმეონე მადრიდულ დერბიზე

ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრები მადრიდულ დერბის იხილავენ. „ატლეტიკო“ „რეალს’ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „როხიბლანკოს“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სიმეონე:

„კონცენტრირებული მხოლოდ იმაზე ვარ, თუ როგორ ვითამაშო კარგი ფეხბურთი. დერბი ყოველთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია და აქ ჩავარდნას არავინ გაპატიებს. „რეალს“ დღეს ახალგაზრდული და კარგი გუნდი ჰყავს. ანჩელოტის გაწვრთნილი „ბლანკოსი“ ყოველთვის გამარჯვებასთან არის ახლოს.

ბედნიერი ვარ, რომ მყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც „რეალის“ წინააღმდეგ იდეალურად შეუძლიათ თამაში. ამისთვის დიდი მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას. ისინი მე უსიტყვოდ მენდობიან.

გასულ სეზონში, ტრავმებმა ხელი შეგვიშალა. იმედი მაქვს წელს ასე აღარ იქნება. ამისთვის კი ყველა თავდაუზოგავად შრომობს. ვფიქრობ, ისეთ მატჩში, როგორიც მადრიდული დერბია, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა განწყობით გახვალ სტადიონზე. ეს იქნება ფილმი, რომლის დასასრულიც წინასწარ არავინ იცის.“

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება

გასულ სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი მატჩი „რეალის“ სტადიონზე გაიმართა და „ბლანკოსმა“ ბენზემას და ასენსიოს გოლებით 2:0 გაიმარჯვა. მეორე დაპირისპირება კი „როხიბლანკოს“ მოედანზე შედგა. სიმეონეს გუნდმა კარასკოს ზუსტი პენალტის წყალობით 1:0 მოიგო. მომავალი დაპირისპირება კი 18 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ატმოსფერო არ გვაშინებს“ - ანჩელოტი ატლეტიკოსთან მატჩის წინ
“ატმოსფერო არ გვაშინებს“ - ანჩელოტი ატლეტიკოსთან მატჩის წინ