ლივერპული, ნაპოლი
Aa
Aa

“ზედმეტ აღნიშვნას არ ვაპირებთ“ - სპალეტი ლივერპულის დამარცხების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და „პარტენოპეის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელთა დამრიგებელმა ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რა თქვა სპალეტიმ?

„ეს მნიშვნელოვანი შედეგია. როდესაც ისეთი დონის გუნდს უგებ, როგორიც „ლივერპულია“, რა თქმა უნდა, სიახლეები ჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩვენ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ. აქცენტს ყოველთვის ამაზე ვაკეთებ და დღევანდელმა მატჩმა ჩვენს დონეს ხაზი გაუსვა.

საკუთარ ფეხბურთელს არასდროს უნდა უთხრა, რომ შეზღუდულია ან რაიმე არ შეუძლია. ყველა ინდივიდუალურია და გარკვეულ ეპიზოდებში გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღონ. ოსიმენის გაფუჭებულ პენალტზე არ ვბრაზდები. მან მოიპოვა და თავად შეასრულა.

კარგად ვითამაშეთ, მაგრამ თავხედები არ უნდა ვიყოთ და თავს ზედმეტის უფლება არ უნდა მივცეთ. ჩემი მოვალეობაა, რომ ხვალ გუნდი კარგად ვავარჯიშო. რაც დღეს გავაკეთეთ, ეს ნებისმიერ დროს უნდა შეგვეძლოს. ზედმეტ აღნიშვნას არ ვაპირებთ, რადგან ასე ფორმას დავკარგავთ. საბოლოო ჯამში, პოზიტიურად დავიწყეთ.“

ხვიჩას საუკეთესო მომენტები „ლივერპულის“ წინააღმდეგ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვართ“ - კლოპი ნაპოლისთან მარცხის შემდეგ
“ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვართ“ - კლოპი ნაპოლისთან მარცხის შემდეგ