გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი, სანდრო მამუკელაშვილი, ილიას ზუროსი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, რატი ანდრონიკაშვილი
Aa
Aa

საქართველო ესპანეთთან 26-ქულიანი სხვაობით დამარცხდა

ევრობასკეტის A ჯგუფის მეორე ტურში ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 64:90.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ბითაძემ თამაში სასტარტოში დაიწყო, თუმცა ტრავმის გამო პარკეტი პირველი პერიოდის საწყის მონაკვეთში დატოვა, მას კოჭის ტრავმა აწუხებს, რის გამოც თამაში ვერ გააგრძელა.

ილიას ზუროსის გუნდმა პირველი მეოთხედი 2 ქულით დათმო - 16:18. მეორე მეოთხედში სტუმრებმა უპირატესობა გაიმყარეს, საწყისი ორი მეოთხედი ესპანეთმა 9 ქულით მოიგო - 31:40. მესამე მეოთხედი ესპანეთმა 15 ქულით მოიგო - 16:31. სამი პერიოდის შემდეგ ესპანეთი დიდი ანგარიშით იგებდა - 47:71. მეოთხე პერიოდი ფორმალობად იქცა. საბოლოოდ, შეხვედრა ესპანეთმა 26-ქულიანი სხვაობით მოიგო - 64:90.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 23 წუთი და 7 წამი გაატარა. მის აქტივში 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასია. რატი ანდრონიკაშვილმა პარკეტზე გატარებულ 28 წუთსა და 13 წამში 13 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა და 1 პასი შეასრულა.

სანდრო მამუკელაშვილმა 26 წუთი და 30 წამი ითამაშა. მან საქართველოს ნაკრებს 10 ქულა მოუტანა. გარდა ამისა, 9 მოხსნა და 3 პასი შეასრულა. ასევე, დუდა სანაძის აქტივში  9 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასია. ბექა ბურჯანაძე და ტედ მაკფადენი საქართველოს ნაკრებს 6-6 ქულით დაეხმარნენ. მერაბ ბოქოლიშვილმა  5 ქულა ჩააგდო, მიხეილ ბერიშვილმა - 3 ქულა, კახა ჯინჭარაძემ - 2 ქულა.

საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული: რატი ანდრონიკაშვილი, გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი, ტედ მაკფადენი, გიორგი შერმადინი (კ).

ესპანეთის ნაკრების სასტარტო ხუთეული: ლორენცო ბრაუნი, ხუან ჰერნანგომესი, ვილი ჰერნანგომესი, ხაბიერ ლოპეს-აროსტეგი, ჟოელ პარა

შეგახსენებთ, პირველ ტურში ბელგიამ საქართველო 79:76 დაამარცხა. მესამე ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან ითამაშებს. ეს შეხვედრა 4 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრობასკეტის A ჯგუფი: თურქეთმა ბულგარეთი დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა
ევრობასკეტის A ჯგუფი: თურქეთმა ბულგარეთი დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა