კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: როდესაც რონალდუ და კაზემირო ფორმაში დაბრუნდებიან, ყველაფერი გაუმჯობესდება

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო. „წითელმა ეშმაკებმა“ ამჯერად სტუმრად „ლესტერის“ დამარცხება (1:0) შეძლეს.

ერიკ ტენ ჰაგმა შეხვედრის შემდეგ, მოპოვებული სამი ქულა შეაფასა.

„ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, ამიტომ ბედნიერი ვარ. ჩვენ ძლიერი გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ. მოედანზე 11 მოთამაშე გვყავდა, რომლებიც ერთმანეთისთვის იბრძოდნენ და გუნდური მუშაობის შედეგად ლამაზი გოლი გაიტანეს.

რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ ეს ნორმალურია სეზონის ამ ეტაპისთვის. იყო თავისუფალი ზონები, რომლებიც არ გამოვიყენეთ, მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, თუ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებდით. უფრო დაუნდობლად უნდა ვიმოქმედოთ. მაგრამ, როგორც ვთქვი, სამუშაოა გვაქვს.

ასევე ძალიან მიხარია, რომ გოლი არ გაგვიშვია. როდესაც ჩვენ გვყავს მოედანზე 11 ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად დაცვაც და შეტევაც, ენერგიულად მოქმედება, ცხადი ხდება, თუ რისი მიღწევა შეიძლება.

წინ ბევრი მატჩი გველის, ღრმა შემადგენლობა გვჭირდება. როდესაც კრიშტიანუ რონალდუ და კაზემირო ფორმაში დაბრუნდებიან, ყველაფერი გაუმჯობესდება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ შეკრული გუნდი - ჩვენ ასევე გვჭირდება სიღრმე. ვნახოთ, მზად იქნება თუ არა ენტონი კვირას გასამართი მატჩისთვის.

რონალდუ თადარიგში? ახლა მხოლოდ სეზონის დასაწყისია. ჩვენ გვყავს გუნდი და არა მხოლოდ სასტარტო შემადგენლობა.

ამის გადამოწმება შეგიძლიათ. მათ, ვინც ახლა სათადარიგოთა სკამზე არიან, შეუძლიათ ითამაშონ ერთ კვირაში, ორ ან სამ კვირაში".

- განუცხადა ტენ ჰეგმა BT Sport-ს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი, პედრი და სხვები - U21, ტოპ 5 ლიგის თვის გუნდი
მამარდაშვილი, პედრი და სხვები - U21, ტოპ 5 ლიგის თვის გუნდი