ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბორდოში დარწმუნებულნი არიან, რომ დავითაშვილს დაარეგისტრირებენ

ფრანგული მედიის ცნობით, ზურიკო დავითაშვილის ,,ბორდოში'' ტრანსფერი ჩაშლის პირას იყო, თუმცა ახლა ვითარება უფრო ნათელი გახდა. Sodouest-ის ცნობით, დავითაშვილის ლიგა 2-ში დარეგისტრირება ,,ბორდოში'' მიმდინარე ფინანსური რესტრუქტურიზაციის გამო გაჭიანურდა, თუმცა ჟირონდელებს ფინანსური დეტალების მოსაგვარებლად ოთხი დღე აქვთ. ,,ბორდოში'' დარწმუნებულნი არიან, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება და ქართველი ფეხბურთელი ლიგა 2-ის კლუბში დარეგისტრირდება.

,,ეკიპის'' ინფორმაციით, დავითაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან საიჯარო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

ბათუმის ,,დინამომ'' დაადასტურა, რომ ფეხბურთელი კარიერას ,,ბორდოში'' გააგრძელებს, მხარეები ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ, რომლის დასრულების შემდეგ ,,ბორდოს'' ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

მიმდინარე ზაფხულში 21 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს ლიგა 1-ის კლუბები, ,,კლერმონი'' და ,,ლორიენი'' იჩენდნენ, თუმცა შეთანხმება არ შედგა.

ზურიკო დავითაშვილს თბილისის ,,დინამოში'', თბილისის ,,ლოკომოტივში'', ყაზანის ,,რუბინში'', ვოლგოგრადის ,,როტორსა'' და ტულას ,,არსენალში'' უთამაშია. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ინტერვენციის შემდეგ ფეხბურთელმა ,,არსენალთან'' კონტრაქტი გაწყვიტა და ბათუმის ,,დინამოს'' შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი, პედრი და სხვები - U21, ტოპ 5 ლიგის თვის გუნდი
მამარდაშვილი, პედრი და სხვები - U21, ტოპ 5 ლიგის თვის გუნდი