ევრობასკეტი, ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრები, ბულგარეთის კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

27-ქულიანი სხვაობით - ესპანეთმა ბულგარეთი გაანადგურა

ევრობასკეტ 2022 ოფიციალურად დაიწყო. ტურნირის პირველი მატჩი თბილისში, ახალ არენაზე შედგა, სადაც A ჯგუფის პირველ მატჩში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები ბულგარეთს შეხვდა და 27 ქულის სხვაობით, 114:87 დაამარცხა.

სერხიო სკარიოლოს გუნდმა შეხვედრა თავიდანვე დიდი უპირატესობით დაიწყო და მთელი თამაშის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდა, საბოლოოდ კი ლოგიკური და დამსახურებული გამარჯვებაც ჩაიწერა.

ესპანელთა მხრიდან საუკეთესო მოთამაშე გამთამაშებელი ლორენცო ბრაუნი გახდა, რომელმაც მეტოქის ფარში 17 ქულა ჩააგდო. ამასთან, ბრაუნმა ერთხელ მოხსნა ბურთი, 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა და სამჯერ შეძლო ბურთის ჩაჭრა. გამორჩეული იყო ვილი ერნანგომესიც, რომელმაც 20:13 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა.

რაც შეეხება ბულგარეთს, როსენ ბარშოვსკის გუნდიდან ალეკსანდრ ვეზენკოვი გამოირჩა რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო. საერთო ჯამში ვეზენკოვის ანგარიშზე 26 ქულა, 11 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ბლოკია.

ესპანეთის ნაკრები მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ბულგარეთი კი ასევე 3 სექტემბერს, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიზანი კვლავ იგივეა, მომდევნო ეტაპზე გასვლა“ - FIBA-ს სტატია საქართველოზე
„მიზანი კვლავ იგივეა, მომდევნო ეტაპზე გასვლა“ - FIBA-ს სტატია საქართველოზე