კრიშტიანუ რონალდუ, ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

„პრობლემის ნაწილია“ - რონალდუმ მაგუაიერის სათადარიგოთა სკამზე გადაყვანა მოითხოვა

ბრიტანულ პრესაში კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Athletic-ის ცნობით, 2021 წლის თებერვალში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ რამდენიმე ფეხბურთელი გუნდის მაშინდელ თავკაცს, რალფ რანგნიკს შეხვდა და რონალდუ ერთ-ერთი მათგანი იყო.

პორტუგალიელის გარდა, შეხვედრაზე რაფაელ ვარანი, პოლ პოგბა და სხვები იმყოფებოდნენ და კრიშტიანუმ მაგუაიერს „პრობლემის ნაწილი“ უწოდა. რონალდუმ მისი სათადარიგოთა სკამზე გადაყვანის სურვილი გამოთქვა, რაზეც რანგნიკმა განაცხადა, რომ თანაგუნდელზე მის ზურგსუკან საუბარი „შეუსაბამო“ საქციელია.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელმა რანგნიკს მოუბოდიშა. სხვათა შორის, Athletic-ი იმასაც წერს, რომ რონალდუს შეტევაში თამაში ედინსონ კავანისთან ერთად უნდოდა, მაგრამ რანგნიკმა მისი სურვილი არ გაითვალისწინა.

შეგახსენებთ, რომ დიდი შანსია, კრიშტიანუ იძულებული გახდეს, „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩეს. „წითელი ეშმაკების“ ქომაგთათვის სასიხარულო ისაა, რომ ბოლო დღეებში მისი დამოკიდებულება პოზიტიურად შეიცვალა.   

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი სიტის რადარზე - ქალაქელებს მისი გაფორმება სურთ
მამარდაშვილი სიტის რადარზე - ქალაქელებს მისი გაფორმება სურთ