იანისმა შესაძლოა არ ითამაშოს - დანაკლისით საბერძნეთთან მატჩში
Aa
Aa

იანისმა შესაძლოა არ ითამაშოს - დანაკლისით საბერძნეთთან მატჩში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს „აკროპოლისის თასზე“ მეორე შეხვედრას გამართავს. თბილისის დროით 22:00-ზე, ილიას ზუროსის გუნდი საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ მატჩში პოლონეთს 101:78 სძლია.

საქართველოს საკალათბურთო ფედერაციის ინფორმაციით, ამ შეხვედრას საქართველოს ნაკრები დანაკლისით ხვდება. საბერძნეთთან ვერ ითამაშებს კახა ჯინჭარაძე, რომელმაც თურქეთთან მატჩში ტრავმა მიიღო. მან ფეხი გადაიბრუნა და კოჭი აწუხებს, თუმცა ექიმების განცხადებით ის მალე მწყობრში იქნება.

ჯინჭარაძესთან ერთად დღეს, დილით არ უვარჯიშია სანდრო მამუკელაშვილს, რომელსაც ტერფი აწუხებს. ის დღეს OAKA-ს დარბაზში სავარჯიშო ფორმით იმყოფებოდა, თუმცა რაიმე გართულების თავიდან არიდების მიზნით არ უვარჯიშია. შუადღეს მას მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფია და რენტგენი გადაუღეს და ექიმების გადაწყვეტილებით, სანდრო საბერძნეთთან სათამაშოდ პარკეტზე გავა. კიდევ ერთი კალათბურთელი, რომელმაც არ ივარჯიშა, ილია ლონდარიძე გახლდათ, რომელსაც ოჯახური ტრაგედია შეემთხვა, მამა გარდაეცვალა და ის ამაღამ თბილისში მოემგზავრება.

დღევანდელი დილის ვარჯიში საბერძნეთთან თამაშის კონკრეტულ კომბინაციებს მიეძღვნა. იყო ფარში სროლები და ტრადიციული მოთელვები. საბერძნეთის ნაკრებს ოფიციალურად არ გამოუცხადებია, თუმცა როგორც ვარაუდობენ, დღევანდელ მატჩში დასვენების მიზნით მონაწილეობას არ მიიღებს ბერძნების სუპერვარსკვლავი იანის ანტეტოკოუნმპო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტიტეს პასუხი მბაპეს: ჩვენ არ გვყავს აზერბაიჯანი, რომ ვეთამაშოთ
ტიტეს პასუხი მბაპეს: ჩვენ არ გვყავს აზერბაიჯანი, რომ ვეთამაშოთ