კრიშტიანუ რონალდუ, გარი ნევილი
Aa
Aa

„რატომ ორ კვირაში? ახლა ილაპარაკე“ - ნევილი რონალდუს აკრიტიკებს

გარი ნევილმა კრიშტიანუ რონალდუს მოუწოდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრებისთვის ახსნა-განმარტება გაეკეთებინა, რათა არსებული გაურკვეველი სიტუაცია ცოტათი მაინც დამშვიდდეს.

მანამდე პორტუგალიელმა თავდამსხმელმა მედია სიცრუეში დაადანაშაულა და თქვა: „სიმართლეს გაიგებენ, როცა რამდენიმე კვირაში ინტერვიუს მივცემ“.

„რატომ ელოდება ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი (ჩემი აზრით) ორ კვირას, რათა მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებს სიმართლე უთხრას? ილაპარაკე ახლა.

კლუბი კრიზისშია, მას ლიდერები სჭირდება. რონალდუ ერთადერთია, ვისაც შეუძლია გუნდი ამ სიტუაციიდან გამოიყვანოს”.

- წერს ნევილი სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, პორტუგალიელი ამ დრომდე ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდს ეძებს, რომელთანაც ხელშეკრულებას გააფორმებს და „იუნაიტედიდან“ წასვლას შეძლებს.

რონალდუს ვარიანტები

ესპანური As-ის ცნობით, კრიშტიანუს კარიერის გასაგრძელებლად 2 ვარიანტი დარჩა.

პორტუგალიელს კვლავ სურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში კლიენტის სურვილის ასასრულებლად ყველაფერს აკეთებს.

პირველი ვარიანტი „დორტმუნდის ბორუსიაა“, ირწმუნება As-ი. მხარეებს შორის არის კონტაქტები პოტენციური ტრანსფერის შესახებ.

მეორე ვარიანტი მშობლიურ ლისაბონის „სპორტინგში“ დაბრუნებაა, სადაც კრიშტიანუმ კარიერა დაიწყო. თუმცა, ამ ტრანსფერისთვის საჭირო იქნება რონალდუს დიდი ხელფასის საკითხის მოგვარება, ასევე კლუბის ლისაბონელი მწვრთნელის რუბენ ამორიმის დარწმუნება.

„მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელსაც ადრე არ სურდა 37 წლის ფეხბურთელის წასვლა, ახლა ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ამის დანახვა მხოლოდ ჩემპიონებს შეუძლიათ“- Gazzetta-ს სტატია ხვიჩაზე
,,ამის დანახვა მხოლოდ ჩემპიონებს შეუძლიათ“- Gazzetta-ს სტატია ხვიჩაზე