ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

ამაზე უარის თქმა შეუძლებელია - მანჩესტერი დე იონგს ფინალურ შეთავაზებას უმზადებს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ფრენკი დე იონგის შესაძენად საბოლოო წინადადება მოამზადა და ბოლო ნაბიჯის გადასადგმელად მზად არიან.

Sport-ის ცნობით, „იუნაიტედს“ ფინალური შეთავაზება უკვე მზად აქვს და მასზე უარის თქმა უბრალოდ შეუძლებელი იქნება.

„ბარსელონა“ ელოდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ გადამწყვეტ მოქმედებას, რათა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გააგებინოს ფრენკის ამ ზაფხულს გუნდიდან წასვლის აუცილებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბის პრეზიდენტი ლაპორტა დე იონგის დარჩენაზე საუბრობს, ესპანური პრესა ახალი ინფორმაციების გავრცელებას არ წყვეტს.

„იუნაიტედმა“ უკვე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დე იონგი ტრანსფერზე დათანხმებულიყო და ამჯერად კლუბი მას ძალიან დიდ ხელფასს შესთავაზებს. „მანკუნიანელები“ მზად არიან მას გადაუხადონ იგივე თანხა, რასაც ამჟამად იღებს და ასევე დაფაროს კატალონიური კლუბის ვალი ფეხბურთელის მიმართ.

თუ დე იონგი მსგავს პირობებს დათანხმდება, ის გახდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე. უახლოეს დღეებში ინგლისური კლუბის წარმომადგენლები ბარსელონაში გაემგზავრებიან შესაძლო ტრანსფერის შესახებ შეხვედრაზე. ეს ალბათ ბოლო მცდელობა იქნება.

ამ დროისთვის ფრენკის არ სურს „იუნაიტედში“ გადასვლა სპორტული მიზეზების გამო - კლუბი არ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე და გარდა ამისა იქ ახალი პროექტი შენდება, რაც რისკებთან არის დაკავშირებული. დე იონგს არ სჯერა „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმატების და ურჩევნია „ჩელსიში“ ან „ბაიერნში“ წავიდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: ეს ბერმუდის სამკუთხედია, რადგან ბურთი მათ შორის მოხვედრისას ქრება
ანჩელოტი: ეს ბერმუდის სამკუთხედია, რადგან ბურთი მათ შორის მოხვედრისას ქრება