ლევანდოვსკი: ტიტულები? ჩავის მსგავსი მწვრთნელით ჩვენ ამას შევძლებთ
Aa
Aa

ლევანდოვსკი: ტიტულები? ჩავის მსგავსი მწვრთნელით ჩვენ ამას შევძლებთ

რობერტ ლევანდოვსკიმ ახალ სეზონში „ბარსელონას" პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, მზად ვართ ტიტულების მოსაპოვებლად. მე ყოველთვის ვფიქრობ ყველა თამაშის მოგებაზე, გოლის გატანაზე და ჩავის მსგავსი მწვრთნელით ჩვენ ამას შევძლებთ. ვხედავ რას ვაკეთებთ ვარჯიშზე, როგორ ვმუშაობთ წინასასეზონო მატჩებში. ყველა ჩვენი ტრანსფერი მეუბნება, რომ სწორ გზაზე ვართ, მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას.

ბევრჯერ მითამაშია ესპანურ კლუბებთან ჩემპიონთა ლიგაზე, ამიტომ ეს ჩემთვის ახალი არაფერია. თუ საერთაშორისო მოთამაშე ხართ, მზად უნდა იყოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ თამაშობთ. თქვენ უნდა აჩვენოთ თქვენი საუკეთესო მხარე.

გამოცდილი ფეხბურთელი ვარ და მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. გარდა ამისა, ლა ლიგაში უფრო მეტი მატჩია, ვიდრე ბუნდესლიგაში, ამიტომ, ალბათ, გოლის გატანის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება“,

- განაცხადა ლევანდოვსკიმ.

„ბარსელონამ“ ამერიკული ტურნე გამთენიისას „ნიუ იორკ რედ ბულზთან“ (2:0) გამარჯვებით დაასრულა. ლევანდოვსკიმ თავისი პირველი „ბარსელონური“ გოლის გატანა კვლავ ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ პოლონელს ბევრი რეალური მომენტი შეექმნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსას ეშველა? - ოლიმპიაკოსს უმტიტის გადაბირება სურს
ბარსას ეშველა? - ოლიმპიაკოსს უმტიტის გადაბირება სურს