ატლეტიკო, კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი, ენრიკე სერესო
Aa
Aa

სერესო: "რონალდუს ატლეტიკოში გადმოსვლა შეუძლებელია"

კრიშტიანუ რონალდუს გარშემო უსიამოვნო სიტუაცია გრძელდება. მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ჟორჟე მენდეშმა „ჩელსის“, „ბაიერნს“ და „პარი სენ ჟერმენს“ შესთავაზა, თუმცა სამივე გუნდმა უარი განაცხადა.

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერებოდა, რომ ვეტერანი თავდამსხმელი ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდებოდა, თუმცა ამჯერად არა „რეალში“, არამედ „ატლეტიკოში“. კრიშტიანუს მთავარი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.

სულ ცოტა ხნის წინ, ესპანურმა მედიამ „როხიბლანკოს“ პრეზიდენტის ენრიკე სერესოს სიტყვები გააჟღერა, რომელმაც ტრანსფერი გამორიცხა.

„არ ვიცი ვინ შესთავაზა რონალდუს ტრანსფერი, მაგრამ მისთვის მადრიდის „ატლეტიკოში“ გადმოსვლა შეუძლებელია“

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერის“ ბაზაზე რონალდუ დღეს მივიდა და ტენ ჰაგთან საუბარს აპირებს. ლაპარაკი, რა თქმა უნდა, მის მომავალზე იქნება, რომელსაც The Athletic-ის ცნობით სერ ალექს ფერგიუსონიც დაესწრება.

ასევე შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობას გუნდიდან წასვლა სთხოვა, თუმცა ერიკ ტენ ჰაგს მისი შენარჩუნება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუხლის მენისკის დაზიანება - პოგბამ შესაძლოა 2 თვე გამოტოვოს
მუხლის მენისკის დაზიანება - პოგბამ შესაძლოა 2 თვე გამოტოვოს